13 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში, გაიმართება მასტერკლასი თემაზე: „ცვლილებების პროცესის მართვა“.
სპიკერი: საშა ფლემნითცი, ბერლინისა და ბრანდენბურგის ბიზნეს გაერთიანების - BBW Gruppe მმართველი დირექტორი, ბერლინის განათლების კვლევისა და მართვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
ბატონი საშა SEU-ს განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას პროფესორის რანგში შემოუერთდა.
თანამედროვე მსოფლიოში ცვლილებები უფრო და უფრო სწრაფად მიმდინარეობს, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაზეც აისახება. ბატონი საშა ფლემნითცი გაგვიზიარებს საინეტერსო რჩევებს, როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როდესაც ცვლილებები ჩვენ გარშემო ხდება, როგორ ვმართოთ ემოცია და როგორ გადავლახოთ ის სირთულეები, რომლებიც ამგვარი პროცესების თანმდევია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
შეხვედრა გაიმართება ინგლისურ ენაზე.
ღონისძიების ჩატარების ადგილი: თბილისი, წინანდლის ქ. 9, ბიბლიოთეკა.
დრო: 16:00 საათი
დასწრება თავისუფალია!