სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

მასტერკლასების სერია სისტემურ აზროვნებაში

17 ოქტომბერი
17:00

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU გთავაზობთ მასტერკლასების სერიას სისტემურ აზროვნებაში, რომლის ფარგლებში განხილული იქნება პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზები.

კურსს გაუძღვება ალფრედო მოსკარდინი - კარდიფის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის პროფესორი, სანდერლენდის უნივერსიტეტის ემერიტუსი, SEU-ს  ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების მთავარი ავტორი და თანახელმძღვანელი, ასევე, SEU-ს საპატიო დოქტორი.

მასტერკლასები ჩატარდება ყოველ დღე ერთი კვირის განმავლობაში.

იხილეთ კვირეულის აჯენდა:

შეხვედრა 1, თემა: რატომ გჯერა იმის, რისიც გჯერა?

ჩვენი გონებრივი მოდელები გავლენას ახდენს ჩვენს ქცევაზე. მათი განვითარება დიდწილად დამოკიდებულიაიმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ და ვაცნობიერებთ მიმდინარე პროცესებს.

გადაწყვეტილების მიღებისას რომელიმე წყაროზე გადაჭარბებული დამოკიდებულება საშიშია და შეიძლება პოზიტიური ცვლილებების ხელისშემშლელი ფაქტორად იქცეს. აღნიშნული ასტერკლასი შეეხება იმ ბარიერებს რაც პრობლემის გააზრებაში და გადაჭრაში გვიშლის ხელს.

  • თარიღი: 17 ოქტომბერი
  • დრო: 18:00 საათი
  • აუდიტორია - 1-01 (ახალი კამპუსი)

შეხვედრა 2, თემა: აზროვნების სხვადასხვა გზები

ლექციაზე განიხილული იქნება აზროვნების რამდენიმე გზა, მათ შორის ლოგიკური აზროვნება, სისტემატური აზროვნება, რედუქციონისტურო აზროვნება, შემოქმედებითო აზროვნება და სისტემური აზროვნება.

  • თარიღი: 18 ოქტომბერი
  • დრო: 17:00 საათი
  • აუდიტორია - 1-01 (ახალი კამპუსი)

შეხვედრა 3, თემა: შეგიძლიათ ენდოთ იმას, რასაც გაზომავთ?

ლექცია შეეხება რეალობის აღქმას და მისი გაზომვის პრობლემებს. მიღებული პრაქტიკის მიხედვით გაზოვის შედეგი საზომზეა დამოკიდებული რაც გვაფიქრებს იმაზე თუ რა როლს თამაშობს ამ შემთხვევაში „ობიექტურობა“ და ადამიანი რომელიც მონაწილეობს შეფასებაში.

  • თარიღი: 19 ოქტომბერი
  • დრო: 16:00 საათი
  • აუდიტორია - 1-01 (ახალი კამპუსი)

შეხვედრა 4, თემა: სამეცნიერო პარადიგმა

ნიუტონის შემდეგ დასავლურმა სამყარომ წარმატებით განავითარა მეცნიერული პარადიგმის ცნება, თუმცა ადამიანურ ორგანიზაციებზე მისი გამოყენება რთული აღმოჩნდა. მასტერკლასი განიხილავს არსებულ სირთულეებს, მათ შორის მიზნების დასახვას, ანალიზს, სწავლას, სინთეზს და პროგნოზირებას.

  • თარიღი: 21 ოქტომბერი
  • დრო: 11:00 საათი
  • აუდიტორია - 1-01 (ახალი კამპუსი)

დარეგისტრირდი

დასწრება თავისუფალია.

Message body empty