სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

პანელური დისკუსია „სამედიცინო სამართლის აქტუალური საკითხები“

11 ნოემბერი
12:00

11 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ჩატარდება პანელური დისკუსია „სამედიცინო სამართლის აქტუალური საკითხები“.

ღონისძიების ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები, მოსამართლეები, პრაქტიკოსი იურისტები, აკადემიური წრისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ისაუბრებენ შემდეგ საკითხებზე:

  • პაციენტის ინფორმირებული თანხმობა;
  • მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი და სპეციალური სტანდარტი სამედიცინო დავებში;
  • მიზეზობრივი კავშირის დადგენის პრობლემა სამედიცინო დავებში;
  • სამედიცინო შეცდომა;
  • სამედიცინო ექსპერტიზის აქტუალური საკითხები, თანამშრომლობა სასამართლოსთან პაციენტის უარი სამედიცინო მომსახურების მიღებაზე;
  • მიზეზობრივი კავშირის დადგენის პრობლემა სამედიცინო დავებში.

დრო: 12:00 საათი

კონფერენციაზე დასწრება შეუძლიათ, საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს.

სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/EpZMtNQmEBaZNnxA8

რეგისტრაცია შესაძლებელია, არაუგვიანეს  8 ნოემბრის 18:00 საათისა.

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. შერჩეულ კანდიდატებს მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაეგზავნებათ ინფორმაცია.

Message body empty