2023 წლის 9-10 თებერვალს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში არსებული ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრისა და პოლონეთის ლაზარსკის უნივერსიტეტის თანაორგანიზებით გაიმართება ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „მიგრაციის ევროპული გამოცდილება - მიდგომები, გამოწვევები და შესაძლებლობები“.
21-ე საუკუნის დასაწყისში, მიგრაციული მოძრაობის ზრდასთან ერთად, აქტუალური გახდა, ერთი მხრივ, მიგრანტების უფლებათა დაცვა და სახელმწიფოთა მხრიდან მიგრაციის პროცესების რეგულირება, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს სუვერენიტეტის, მისი უსაფრთხოების საკითხები და, ამასთანავე, შიდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონფლიქტებიც.
აღნიშნული კონფერენცია საუკეთესო საშუალებაა ადგილობრივი და საერთაშორისო მკვლევარებისა და პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის, რათა მათ ერთობლივად განიხილონ თანამედროვე აკადემიურ კვლევათა შედეგები და მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრი წარმოაჩინონ კიდევ უფრო ზოგად - ევროპულ და საერთაშორისო, გლობალურ ჭრილში.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც გამოცდილი, ისე ახალგაზრდა მეცნიერები, მათ შორის, დოქტორანტურის სტუდენტები, საქართველოდან და ევროპის კავშირიდან.
კონფერენციის ძირითადი თემებია:
აღნიშნული კონფერენცია გაიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ როგორც ონლაინ, ისე პირისპირ ფორმატში.
საკონფერენციო ნაშრომები დაიბეჭდება საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ს სამეცნიერო ჟურნალში - „სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები“ (https://www.seu.edu.ge/ka/1719/VSS) ან პოლონეთის ლაზარსკის უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ჟურნალში „ეკონომიკა და პოლიტიკური აზრი“ (https://mysl.lazarski.pl/en/about-us/).
კონფერენციაზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:
კონფერენციაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 2022 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით.
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.
კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: [email protected].