სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინსიტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით

25 ნოემბერი
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ახალი კამპუსი 16:00

25 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში, სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით.

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებებია:

  • სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა;
  • ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება;
  • სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება.

პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა შეადგენს ნახევარ მილიონ ლარს, ხოლო თითოეული საგრანტო პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა გამარჯვებული პროექტისთვის 20000 ლარს შეადგენს.

საგრანტო კონკურსზე განაცხადის წარდგენის უფლება აქვთ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად.

შეხვედრაზე დასწრება შეუძლიათ ნებისმიერი სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს. 

შეხვედრის ადგილი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ახალი კამპუსი.

დრო: 16:00 საათი

დარეგისტრირდი

Message body empty