სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული

07 დეკემბერი
17:00

2022 წლის 2-10 დეკემბერს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით ჩატარდება ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული, რომელშიც საქართველოს 15 უნივერსიტეტი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU.

SEU - ში 7 და 9 დეკემბერს გაიმართება შემდეგი შეხვედრები: 

7 დეკემბერი - იმიტირებული სასამართლო პროცესი,  ფემიციდის დანაშაულის სასამართლო.

  • იმიტირებული სასამართლო პროცესი წარიმართება ფემიციდის  დანაშაულის საქმეზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ნაფიცი  მსაჯულები.
  • დრო: 17:00 საათი
  • ადგილი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, აუდიტორია #3-17

სარეგისტრაციო ბმული

9 დეკემბერი - საპანელო დისკუსია შემდეგ თემაზე: „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფორმები და დაცვისა და დახმარების სამართლებრივი მექანიზმები“

  • მომხსენებელი:  გოგა ხატიაშვილი – ჩვენი მოწვეული ლექტორი
  • დრო: 17:30 საათი
  • ადგილი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, აუდიტორია #3-17

სარეგისტრაციო ბმული

 

9 დეკემბერს ასევე გაიმართება საპანელო დისკუსია თემაზე:  „უმცირესობების მონაწილეობა საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში და არსებული გამოწვევები“

  • მომხსენებელი: თამარ ავალიანი – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ასოცირებული პროფესორი
  • დრო: 18:00 საათი
  • ადგილი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, აუდიტორია #3-17

სარეგისტრაციო ბმული

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას  SEU ყოველ წელს იღებს.

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის პროგრამა შეგიძლიათ იხოლოთ დანართზე:

იხილეთ დანართი

Message body empty