სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

პანელური დისკუსია SEU - ში

09 დეკემბერი
17:30

9 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში,  ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში პანელური დისკუსიები გაიმართება.

„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფორმები და დაცვისა და დახმარების სამართლებრივი მექანიზმები“

შეხვედრაზე განხილული იქნება ოჯახში ძალადობის ფორმები და მათ გამოვლენასთან დაკავშირებული სირთულეები. ასევე, ყურადღება გამახვილდება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის სამართლებრივ მექანიზმებზე, კერძოდ ოჯახში ძალადობის რა ფორმები ითვლება დანაშაულად და როგორ ისჯება, რა შემთხვევაში გამოიყენება შემაკავებელი და დამცავი ორდერები და როდის წესდება მოძალადეებზე ელექტრონული ზედამხედველობა.

  • სპიკერი: გოგა ხატიაშვილი, ჩვენი მოწვეული ლექტორი
  • დრო: 17:30
  • SEU-ს ახალი კამპუსი, აუდიტორია 3-17

რეგისტრაცია

„უმცირესობების მონაწილეობა საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში და არსებული გამოწვევები“

საჯარო ლექციის ფარგლებში გაანალიზებული იქნება უმცირესობების სპეციალური უფლებების არსი; უმცირესობების მონაწილეობის ინსტიტუციური ბარიერები პირველი დონის დემოკრატიის ეტაპზე და ცენტრალურ დონეზე; ასევე, გაანალიზდება უმზირესობების მონაწილეობის მომწესრიგებელი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და ევროსაბჭოს ინსტრუმენტები.

  • სპიკერი: თამარ ავალიანი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ასოცირებული პროფესორი.
  • დრო: 18:00
  • SEU-ს ახალი კამპუსი, აუდიტორია 3-17

რეგისტრაცია

დეტალური ინფორმაცია

Message body empty