2023 წლის 17 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით მართავს უსაფრთხოების ზამთრის სკოლას საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის.
სკოლის ფარგლებში განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა: გლობალური, რეგიონული და ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები; საქართველო და ნატო; საქართველო და ევროკავშირი; ჰიბრიდული საფრთხეები; ტერორიზმი; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; ორგანიზებული დანაშაული და სხვა.
ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მიღების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
დაინტერესებულ სტუდენტებს გელოდებით საინფორმაციო შეხვედრაზე. შეხვედრა გაიმართება 23 დეკემბერს, 11:30 საათზე, SEU-ს ახალი კამპუსის 3-05 აუდიტორიაში. შეხვედრას გაუძღვებიან სსიპ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები, რომლებიც დეტალურად ისაუბრებენ პროგრამის შესახებ.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე:
სკოლაში მონაწილეობა უფასოა.
იხილეთ „2021-ის უსაფრთხოების ზაფხულის სკოლის“ ფოტო-ვიდეო მასალა: