10 იანვარს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს აფილირებული კლინიკის "ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" - ს ორგანიზებით გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე, "ახალი ტექნოლოგიები ქირურგიაში".
მოწვეული სპიკერები:
- დოქტორი დავით ნიკოლეიშვილი - „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ - ს უროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
- დოქტორი, პროფესორი ინგმარ კონიგსრაინერი - ზოგად, შინაგან ორგანოთა და გულმკერდის (თორაკალური) ქირურგიის განყოფილების სამედიცინო დირექტორი. ფელდრიხი/ბლუდენზი ავსტრია;
- დოქტორი გიორგი ნადირაძე - ციტორედუქციული და პერიტონეალური კარცინომატოზის ცენტრის დირექტორი, ტუბინგენის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგი, გერმანია;
- დოქტორი აზიმჯონ ტურსუნკულოვი - „აკფა მედისინის“ უფროსი სამედიცინო ოფიცერი, უზბეკეთი.
სამუშაო ენა ინგლისური.
დასწრება თავისუფალია.
ადგილი: აუდიტორია N 3-17 (ახალი კამპუსი).
რეგისტრაცია