საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრისა და პოლონეთის ლაზარსკის უნივერსიტეტის თანაორგანიზებით 9-10 თებერვალს დაგეგმილი ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „მიგრაციის ევროპული გამოცდილება - მიდგომები, გამოწვევები და შესაძლებლობები“ ერთ-ერთი მომხსენებელია დოქტორი იან-ბაპტისტ ფარსი გენტის უნივერსიტეტიდან (ბელგია).
კონფერენციის ფარგლებში მისი მოხსენების თემაა: ევროკავშირი და მიგრაცია: ,,ინტეგრაციის პროექტის აქილევსის ქუსლი’’?
დოქტორი იან-ბაპტისტი არის მიგრაციის სამართლის კვლევითი ჯგუფის პროფესორის ასისტენტი გენტის უნივერსიტეტში. მას გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია ევროკავშირის შრომითი საიმიგრაციო პოლიტიკის, საიმიგრაციო სამართალში თანასწორობის პრინციპისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ: https://bit.ly/3waK6s2