სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოხალისეთა მიღება დაიწყო!

30 მარტი

2023 წელს საქართველო უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს რუმინეთთან ერთად მასპინძლობს. ევრო 2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება. ფინალური მატჩი ბათუმი არენაზე გაიმართება.

ჩემპიონატის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის თქვენი ჩართულობა აუცილებელია. თუ გაქვს სურვილი მონაწილეობა მიიღო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური ჩემპიონატის ორგანიზებაში, ფლობ ინგლისურ ენას და მზად ხარ გახდე საინტერესო გუნდის წევრი, შეავსე განაცხადი 2023 წლის 30 მარტამდე.

სასურველი ლოკაცია და საქმიანობის სფერო შეგიძლიათ თავად აირჩიოთ:

  • მარკეტინგი;
  • ღონისძიებების მართვა;
  • მედია;
  • ბილეთების ადმინისტრირება;
  • აკრედიტაცია;
  • სტუმრების კოორდინაცია;
  • სხვა საინტერესო მიმართულებები.

რას გთავაზობთ პროექტში ჩართვით:

  • უეფასა და სფფ-ის საერთაშორისო სერტიფიკატს;
  • კვებასა და ტრანსპორტირებას;
  • ტურნირის ბრენდირებულ აქსესუარებს;
  • დახურვის ღონისძიებას;
  • უნიკალურ შესაძლებლობას გახდეთ საერთაშორისო ჩემპიონატის მრავალფეროვანი გუნდის წევრი;
  • გამოცდილებას და დაუვიწყარ საფეხბურთო თავგადასავალს;
  • პროფესიული განვითარებისა და ახალი უნარების გამოვლენის შესაძლებლობას;
  • მეგობრებისა და კონტაქტების შეძენას;
  • შემოუერთდი ჩვენ გუნდს და შეიტანე წვლილი ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაში!

ინფორმაცია სრულად: https://bit.ly/3kz5RPZ

რეგისტრაციის ბმული: https://bit.ly/3Xrz8KX

Message body empty