სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საჯარო ლექცია თემაზე: „ქალთა სახეები პირველ ქართულ კონსტიტუციაში“

21 თებერვალი
15:00

21 თებერვალს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „ქალთა სახეები პირველ ქართულ კონსტიტუციაში“, საჯარო ლექციაზე საუბარი იქნება პირველ პარლამენტარ ქალებზე.

სპიკერი: ანა ფირცხალაშვილი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, SEU - ს ვიცე-რექტორი სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით.

დრო: 15:00 საათი.

საქართველოში 1921 წლის 21 თებერვლის პირველი რესპუბლიკის მიერ მიღებული კონსტიტუციის დღე აღინიშნება. აღნიშნული დოკუმენტი იმ დროისთვის განვითარებული სამყაროს ერთ - ერთი ყველაზე პროგრესული დოკუმენტი იყო.

ამ კონსტიტუციით ქალებს ხმის უფლება მიენიჭათ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ბევრ განვითარებულ ქვეყანაზე ადრე, ჩატარდა საყოველთაო არჩევნები, სადაც მონაწილეობდნენ როგორც კაცები, ასევე ქალები.

1919 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს დამფუძნებელთა კრებაში 130 დეპუტატი შედიოდა, აქედან 5 ქალი იყო.

დარეგისტრირდი

Message body empty