4 აპრილს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩი, ერნსტ პეტერ ფიშერი, წაიკითხავს საჯარო ლექციას ,,მწვანე ეკონომიკა - ევროკავშირის გარემოსდაცვითი პოლიტიკა'', სადაც გაიმართება დისკუსია.
ერნსტ პეტერ ფიშერი საქართველოში გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩია 2022 წლის აგვისტოდან. წინა წლებში, ის იყო გერმანიის ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აგრეთვე, განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) მუდმივი წარმომადგენელი აბუ-დაბიში, ასევე, მუშაობდა ენერგეტიკისა და კლიმატის პოლიტიკის, ისევე როგორც, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ექსპორტის კონტროლისა და საერთაშორისო სანქციების საკითხებზე.
სამუშაო ენა: ინგლისური
ლექციაზე დასწრება თავისუფალია.
დრო: 11:00 საათი.
ადგილი: დიდი საკონფერენციო დარბაზი
დარეგისტრირდი