სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

 წიგნის - „სოციალური სამართლის სახელმძღვანელო“ პრეზენტაცია და პანელური დისკუსია

30 მაისი
16:00

30 მაისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU უმასპინძლებს წიგნის - „სოციალური სამართლის სახელმძღვანელო“ პრეზენტაციას და პანელურ დისკუსიას სოციალური სამართლის სწავლების შესახებ. ნაშრომი მომზადებულია ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მხარდაჭერით.

ნაშრომი არის საქართველოს სოციალური სამართლის სახელმძღვანელოს გამოცემის პირველი მცდელობა, დამოუკიდებელ საქართველოში და განკუთვნილია არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ ამ სფეროში მოღვაწე პროფესორ-მასწავლებლებისთვის, მკვლევრებისთვის, ასევე პრაქტიკოსი იურისტებისა და სოციალური სამართლის საკითხებით დაინტერესებული სხვა პირებისთვის.

სოციალური სამართლის სახელმძღვანელო მეგზურობას გაუწევს დაინტერესებულ  პირებს სოციალური სამართლის მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლისას და საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სოციალური სახელმწიფოს მშენებლობაში.

ნაშრომზე იმუშავეს SEU-ს პროფესორებმა - ანა ფირცხალაშვილმა, ეკატერინე ქარდავამ და პაატა ტურავამ.

დარეგისტრირდი
ღონისძიება ჩატარდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ახალ კამპუსში 3-17 აუდიტორიაში.  (წინანდლის ქ. 9)

დასაწყისი 16:00 საათი

Message body empty