ჩატარების თარიღი: 20 ივლისი
რეგისტრაცია კონფერენციაზე
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს სამეცნიერო მულტიდისციპლინარულ კონფერენციაზე SEU SMC 2023 რეგისტრაცია დაიწყო!
მულტიდისციპლინალური კონფერენცია საშუალებას აძლევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს, მკვლევარებსა და დოქტორანტებს წარმოადგინონ სამეცნიერო ნაშრომები შემდეგი მიმართულებებით:
- ბიზნესი, ტურიზმი, ეკონომიკა, ადმინისტრირება;
- სამართალი;
- საერთაშორისო ურთიერთობები;
- ფსიქოლოგია;
- ჟურნალისტიკა;
- მედიცინა;
- ინფორმაციული ტექნოლოგიები.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღების პირობები:
- კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს ზემოთ მოცემულ ბმულზე არაუგვიანეს 2023 წლის 8 ივლისისა.
- კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური.
- ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს სამეცნიერო ნაშრომის შესრულების სტანდარტის მიხედვით. საკონფერენციო ნაშრომის საბოლოო ვარიანტი წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2023 წლის 8 ივლისისა ელ. ფოსტაზე [email protected].
- მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები.
- მონაწილეს ან თანაავტორებს შეუძლიათ წარმოადგინოს მაქსიმუმ ერთი სამეცნიერო ნაშრომი.
- კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა და მასზე დასწრება თავისუფალია.
- კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს საკონფერენციო მოხსენებათა კრებულში, იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომი აკმაყოფილებს ჟურნალის მიერ დადგენილ სტანდარტებს.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონფერენცია გაიმართება 2023 წლის 20 ივლისს, SEU - ს კამპუსში წინანდლის ქუჩა N9.
- კითხვები, კონფერენციის თაობაზე მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: [email protected]
- კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი
- რეგისტრაცია და ნაშრომების მიღება დაშვებულია მხოლოდ დადგენილ ვადებში.