2 ივნისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში გაიმართება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის იმიტირებული სხდომა.
USAID მედია პროგრამის ფარგლებში, ქარტიის იმიტირებულ სხდომაზე, ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტები განიხილავენ განაცხადებს ეთიკის პრინციპების დარღვევის შესახებ, ე.წ. რეალურ საქმეებს, რომლებიც ქარტიამ ერთი წლის წინ განიხილა.
სტუდენტები მოირგებენ განმცხადებლის, მოპასუხისა და საბჭოს (წევრების, საბჭოს თავმჯდომარის) როლს.
სხდომისთვის, სტუდენტები ყველა საჭირო მასალით იქნებიან აღჭურვილნი, რის საფუძველზეც ისინი დაადგენენ დაირღვა თუ არა გარკვეული ეთიკის პრინციპი. სხდომის ბოლოს, სტუდენტების გადაწყვეტილებასთან ერთად განხილული იქნება ქარტიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებაც.
შეხვედრაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ ელექტრონული რეგისტრაცია:
დარეგისტრირდი
ადგილი: SEU-ს ახალი კამპუსი, აუდიტორიის შესახებ წინასწარ მიიღებთ ინფორმაციას.
დრო: 12:00 საათი
აღსანიშნავია, რომ იმიტირებული ქარტიის სხდომა ჟურნალისტიკის პროგრამის და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება.