საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს და ანტიკორუფციული ბიუროს ორგანიზებით 15-18 აგვისტოს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, ტარდება საზაფხულო სკოლა თემაზე: „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ანტიკორუფციული ღონისძიებები, კანონმდებლობა, გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება“.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა თანამედროვე ცივილიზებული სახელმწიფოების უმთავრესი ამოცანაა. სამართლის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები თეორეტიკოსები, პრაქტიკოსები ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე იკვლევენ და მუშაობენ კორუფციის აღმოსაფხვრელი ქმედითი ღონისძიებების შესამუშავებლად, საქართველოში ამ მიმართულებით საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს. აკადემიური კორპუსი , საგანმანათლებლო დაწესებულებები ქმედითად და აქტიურად უნდა ჩაერთონ პრევენციული ღონისძიებების დასახვასა და განხორციელებაში.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში ტრენინგებს წარუძღვებიან ადმინისტრაციული - სამოხელეო სამართლის , საერთაშორისო სამართლის , სისხლის სამართლის ქართველი და უცხოელი ექსპერტ-სპეციალისტები , პრაქტიკოსები.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს იურიდიული ფაკულტეტის იმ სტუდენტებს რომლებიც დაინტერესებული არიან ანტიკორუფციული სამართლის საკითხებით.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, შერჩევა განხორციელდება კონკურსის საფუძველზე სტუდენტთა აკადემიური მოსწრებისა და უცხო ენის ცოდნის დონის მიხედვით, სამოტივაციო წერილის გათვალისწინებით.
საზაფხულო სკოლა გაიმართება რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვი".
საზაფხულო სკოლა SEU-ს სტუდენტებისთვის არის უფასო.
საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს:
მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს 29 ივლისის ჩათვლით.
პროექტის მხარდამჭერია: ანტიკორუფციული ბიურო, სასტუმრო "სანსეტ შოვი”.