18 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში Erasmus + ჟან მონეს კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „ევროპის მწვანე შეთანხმება - სამართლიანი გარდაქმნა განათლებაში” ფარგლებში გაიმართება შეხვედრა მრგვალი მაგიდის პრინციპით.
აღნიშნულ ღონისძიებაზე პროექტის ხელმძღვანელი - ირაკლი სამხარაძე და პროექტში ჩართული სხვა პირები ისაუბრებენ პროექტის დაწყებიდან დღემდე განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე: განხილული იქნება პროექტის ფარგლებში, ექსპერტების მიერ შემუშავებული ახალი საუნივერსიტეტო საგნის - "ევროპის მწვანე შეთანხმება - სამართლებრივი პერსპექტივები" შინაარსი და მიზნები, რაც განსაკუთრებით საინტერესო იქნება SEU - ს მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის, რომლებიც ახალი სასწავლო წლიდან აღნიშნული საგნის არჩევას შეძლებენ.
ღონისძიებაზე ასევე გაიმართება პროექტის ვებ-გვერდის პრეზენტაცია და აგრეთვე, დამსწრე პირები ინფორმაციას მიიღებენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სასერტიფიკატო კურსისა და საზაფხულო სკოლის შესახებ.
დრო: 16:00 საათი.
ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც პირისპირ, ისე ონლაინ რეჟიმში.
ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ.
ღონისძიებას ასევე შეგიძლიათ დაესწროთ ონლაინ Zoom პლატფორმის მეშვეობით.