16 მაისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში სტუდენტური კლუბის “სტუდენტები ევროკავშირის გზაზე“ ორგანიზებით და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა ქვიზ-ვიქტორინა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ , რომელშიც 10 გუნდი იღებდა მონაწილეობას.
პროექტის მიზანია სტუდენტების ცნობიერების ამაღლება ევრო-ატლანტიკური ორგანიზაციების შესახებ და ინტელექტუალური თამაშების პოპულარიზაცია.
პირველ ადგილზე გასულ გუნდს გადაეცა სპეციალური საჩუქრები ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრიდან, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს სერტიფიკატი.