არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საერთაშორისო ახალგაზრდული HR სამიტი

27 მაისი, 2019

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ადამიანური რესურსების მართვის სკოლის ორგანიზებით 26-30 ივნისს აბიტურიენტებისთვის, სტუდენტებისა და დამწყები სპეციალისტებისათვის საერთაშორისო ახალგაზრდული HR სამიტი გაიმართება.

სამიტის მიზანია:
ადამიანური კაპიტალის სფეროში არსებული გამოწვევების გააზრება
ინოვაციური მეთოდების წარდგენა
არაფორმალური შეხვედრები სფეროს პროფესიონალებსა და დამწყებ სპეციალისტებს შორის

სამიტი მოიცავს ადამიანური კაპიტალის განვითარების სფეროში არსებულ უახლესი მიდგომების ფართო სპექტრს როგორიცაა: ქოუჩინგი, ემოციური ინტელექტი, პერსონალური და ორგანიზაციულ განვითარება, ცოდნის მართვა და კარიერული განვითარება.

სამიტი დაფარავს 2 ძირითად მიმართულებას:

კარიერული სამიტი აბიტურიენტებისთვის
მომავალი და დამწყები HR სპეციალისტების კონკურსი