სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საინფორმაციო შეხვედრა პირველკურსელებსა და მობილობით გადმოსულ სტუდენტებთან

03 ოქტომბერი, 2019

1 – 2 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ - ს ახალ კამპუსში პირველკურსელებისა და მობილობით გადმოსული სტუდენტებისათვის საინფორმაციო -   გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.  

1 ოქტომბერს, შეხვედრაზე, ჰუმანიტარულ - სოციალურ მეცნიერებათა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ სეუ - ს ადმინისტრაცია და შესაბამისად,  პროგრამის ხელმძღვანელები. სტუდენტებს სწავლის დაწყება პირადად მიულოცა უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გია კავთელიშვილმა და ბევრი საინტერესო სიახლე დააანონსა.

იურდიდიული ფაკულტეტის თითოეულ პირველკურსელ სტუდენტს საქართველოს პარლამენტისაგან გადაეცა სპეციალური საჩუქარი, კონსტიტუციური სამართლის’’ სახელმძღვანელო.

2 ოქტომბერს, გაიმართა შეხვედრა ბიზნესის მართვისა და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების, სასწავლო პროცესისა და სხვადასხვა სტუდენტური სერვისების შესახებ.

Message body empty