18 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-სა და სსიპ-იურიდიული დახმარების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სეუ-ს რექტორმა - ბატონმა გია კავთელიშვილმა და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა - ბატონმა რაჟდენ კუპრაშვილმა.
მემორანდუმზე ხელმოწერის შემდგომ სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა - ბატონმა რაჟდენ კუპრაშვილმა იურიდიული კლინიკის შექმნის შესახებ, ასევე სამომავლოდ დაგეგმილი პროექტებისა და სტუდენტთათვის სტაჟირების შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა.