სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა იწყება

11 თებერვალი, 2020

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების საყურადღებოდ!

საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2020 წლის გაზაფხულის ნაკადის მიღებას. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია, იყოთ სეუ-ს ნებისმიერი მიმართულების:

  • ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • მაგისტრატურის სტუდენტი;
  • კურსდამთავრებული, რომელმაც დაასრულა სწავლა არაუმეტეს 2 წლის წინ.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის სავალდებულო პირობაა კანდიდატის აკადემიური მოსწრება, რაც დადასტურებული უნდა იყოს GPA-ით (3.0 და მეტი). 

სახელმწიფო სტაჟირების პროგრამაში ჩართვის მსურველები მობრძანდით სეუ-ს დამსაქმებლებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტში 20 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით, სამუშაო დღეებში 10:00-დან 18:00 საათამდე და წარმოადგინეთ წერილობითი თანხმობა სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საჯარო სამსახურის ბიუროს სტაჟირების პროგრამის ვებგვერდს: http://stajireba.gov.ge


კითხვების შემთხვევაში დარეკეთ:

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზზე: (+995 32) 2197755

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს კარიერული განვითარების ცენტრში: (+995 32) 2 90 00 00 (27)

Message body empty