სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

მობილობა სეუ-ში

25 ივლისი, 2020

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემეტრის მობილობის ვადები

სეუ-ში მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე https://students.emis.ge რეგისტრაცია იწარმოებს 2020 წლის 31 ივლისიდან - 2020 წლის 19 აგვისტოს 18:00 საათამდე.

მობილობის მსურველმა პირმა, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ, მობილობის საფასური (40 ლარი) უნდა გადაიხადოს სს საქართველოს ბანკში.

მობილობის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება პორტალზე https://students.emis.ge

ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებული დადებითი შედეგის საფუძველზე სეუ-ში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია ვადებს გაცნობებთ დამატებით.

სეუ-ში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა
ჩარიცხვამდე:

  • განცხადება რექტორის სახელზე (სტუდენტი ავსებს ადგილზე);
  • პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის ქსეროასლი;
  • ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან, დამოწმებული ბეჭდით;
  • სტუდენტის თავდაპირველი ჩარიცხვისა და სხვა სტატუსის განმსაზღვრელი ბრძანებების დამოწმებული ასლები.


ჩარიცხვის შემდეგ:

  • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი;
  • ფოტოსურათი 3X4 (CD);
  • წვევამდელის სამხედრო სააღრიცხვო მოწმობის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
Message body empty