სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ანაზღაურებადი სტაჟირება SEU-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში

16 ოქტომბერი, 2020

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ  აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას   სეუს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის  საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში სტაჟიორის პოზიციაზე. 

ადგილმდებარეობა: თბილისი, წინანდლის ქ.#9
ხანგრძლივობა: 3 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირებას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან შესაბამის პოზიციაზე.
სამუშაო საათები: არასრული  სამუშაო გრაფიკი

პოზიცია განკუთვნილია : საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის (უპირატესობა მიენიჭება კურსდამთავრებულ/დამამთავრებელი კურსის სტუდენტს)

ვაკანტური  ადგილების რაოდენობა:  1

ანაზღაურება: 300 ლარი

სამუშაოს აღწერა:

  • შემოსული ინგლისურ ენოვანი ინფორმაციის თარგმნა, უნივერსიტეტში შიდა გავრცელების მიზნით;
  • სტუდენტებისთვის შაბლონური ტიპის, პირობითი, თანხმობის წერილების(offer letter) მომზადება;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების ჩარიცხვისათვის ინტერვიუების განრიგის შედგენა და ჩატარება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული, სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა( Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, E_ mail,)
  • ქართულ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი
  • ინგლისურ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი

უნარ-ჩვევები

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • დროის ეფექტიანი მართვა ;
  • ინფორმაციის შეგროვება
  • ინფორმაციის ანალიზი

განცხადების წარდგენის პროცესი:
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს რეზიუმე / CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 25/10/2020

გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. 

დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ: www.seu.edu.ge

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც.

Message body empty