სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-მ უპრეცედენტო საჩუქარი გაუკეთა თავის პირველკურსელებს

10 თებერვალი, 2021

SEU-ს რექტორის, გია კავთელიშვილის, გადაწყვეტილებით, 2020 წელს, SEU-ში ჩარიცხულ პირველკურსელებს, რომლებმაც SEU პირველ ნომრად აირჩიეს, უნივერსიტეტმა უპრეცედენტო საჩუქრები შესთავაზა - სტუდენტს თავად შეეძლო აერჩია:

• სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელებს - Notebook Lenovo ThinkBook 15 (15,6”) ან 1500ლ სასწავლო ვაუჩერი და უგრანტოებს
• Notebook Lenovo V15 (15,6”) ან 1000ლ სასწავლო ვაუჩერი.

სტუდენტთა ნაწილმა ვაუჩერი აირჩია, ხოლო დიდი ნაწილისთვის არჩევანის შესაბამისად, SEU-მ 1400 -ზე მეტი ლეპტოპი შეიძინა.

ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, სტუდენტებისათვის ლეპტოპების გადაცემის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს.

სამი დღის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში, რეგიონებში მცხოვრებ პირველკურსელებს SEU-ს წარმომადგენლებმა საკუთარ სახლებში ჩაუტანეს ლეპტოპები შემდეგ მისამართებზე:

მცხეთა-მთიანეთი

  • დუშეთი

შიდა ქართლი

  • კასპი
  • გორი
  • ქარელის რაიონი, სოფელი წვერი

სამცხე-ჯავახეთი

  • ბორჯომი,სოფელი ჭობისხევი
  • ბაკურიანი

იმერეთი

  • ქუთაისი
  • ზესტაფონი
  • ბაღდათი, სოფელი დიმი
  • ხონი, სოფელი დიდი კუხი
  • ხონი, სოფელი მათხოჯი
  • ტყიბული, სოფელი მუხურა

სამეგრელო

  • აბაშა
  • სენაკი
  • ზუგდიდი
  • სოფელი ოქტომბერი
  • სოფელი ახალაბასთუმანი
  • ხობი, სოფელი ყულევი
  • ფოთი

აჭარა

  • ბათუმი

გურია

  • სოფელი ქვემო აკეთი

SEU ყოველთვის გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობითა და სტუდენტებზე ზრუნვით. გარდა საჩუქრებისა, სტუდენტები ყოველთვის მაქსიმალურ მხარდაჭერასა და ხელშეწყობას იღებენ უნივერსიტეტისგან, რათა უზრუნველყოფილი ჰქონდეთ კომფორტული და ხარისხიანი სასწავლო გარემო.

Message body empty