სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტმა მემორანდუმი 15 კომპანიასთან გააფორმა

14 თებერვალი, 2023

13 თებერვალს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტმა „სწავლება-სწავლა პრაქტიკით“ პროექტის ფარგლებში 15 კომპანიას უმასპინძლა.

შეხვედრის მიზანი იყო თანამედროვე გამოწვევების პირობებში შრომის ბაზრის წარმომადგენლებსა და SEU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს შორის გრძელვადიანი, მჭიდრო და ეფექტიანი პარტნიორობის გამყარება.

შეხვედრაზე ასევე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. SEU-სთან მემორანდუმი გააფორმეს შემდეგმა კომპანიებმა: 

  • გლოვო;
  • დისქავერ ჯორჯია;
  • ფოლადის სახლი;
  • კვიკტესტი;
  • ბაზალტფაიბერი;
  • სეუ დეველოპმენტი;
  • კოფისტა;
  • ტეგლიფტი;
  • ნუტრიმაქსი;
  • ენერგო პრო;
  • მარკეტინგული ღრუბელი;
  • კომპანია ლეთა;
  • კომპანია ინდივანი;
  • კომპანია "ორბი";
  • კომპანია "ეპიზოდი".
Message body empty