სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU - ში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა „დაიწყე კარიერა თეგეტაში“

24 მარტი, 2023

23 მარტს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თეგეტა მოტორსის წარმომადგენლებთან, სადაც სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა გაიგეს დეტალური ინრორმაცია პროექტზე „დაიწყე კარიერა თეგეტაში“.

პროექტის ფარგლებში, დაეუფლებიან ახალ პროფესიას და მიეცემათ საქართველოში ავტოინდუსტრიის ლიდერ კომპანიაში დასაქმების შანსი ისეთ პოზიციებზე, როგორიც არის მაგალითად: გაყიდვების კონსულტანტი, სექტორის მენეჯერი, სერვისის აღრიცხვის ოპერატორი და სხვა.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია სამუშაო გამოცდილების გარეშე.

სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებული კანდიდატები კომპანიისგან მიიღებენ სტიპენდიას, სიმბოლურ საჩუქრებს  და დასაქმდებიან „თეგეტა მოტორსის“ თბილისის სხვადასხვა ფილიალში.

სასწავლო კურსი ჩატარდება თბილისში და სრულად დაფინანსდება თეგეტა მოტორსის მიერ.

 

Message body empty