English
EN GE

უცხო ენის არჩევა და ენობრივი კომპეტენციის მოდულის გავლა

ყველა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შეთავაზებული უცხოური ენის კომპონენტის 20 + 5 კრედიტის მოცულობით: - 20 კრედიტი - უცხო ენა სტუდენტის არჩევით, 5 კრედიტი, დარგობრივი უცხო ენა არჩეული ენისა და სპეციალობის შესაბამისად

აკადემიური რეგისტრაციის დროს სტუდენტი ირჩევს უცხო ენას, მისი არჩევანის შესაბამისად, დგინდება მისი ენობრივი კომპეტენციის დონე, და განისაზღვრება გასავლელი უცხო ენის მოდულის მოცულობა, იმგვარად, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს მიღწეული ჰქონდეს შესაბამის ენაზე არანაკლებ B2.2+ დონის კომპეტენცია საერთო ევროპული საკომუნიკაციო ჩარჩოს (CEFR) შესაბამისად.

ენობრივი კომპეტენციის დონის განსაზღვრა

ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტებს, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული აქვთ ის უცხო ენა, რომელსაც უნივერსიტეტში აირჩევენ, ენობრივ კომპონენტზე დაშვების დონე განესაზღვრებათ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შესაბამისად, შემდეგი პირობების დაცვით:

ა.ა.) ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხო ენის ტესტში 86% და მეტი შედეგი უზრუნველყოფს სტუდენტის B2 დონის უცხო ენის სასწავლო კურსზე დაშვებას.
ა.ბ.) ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხო ენის ტესტში 61% - 85% შედეგი უზრუნველყოფს სტუდენტის B1 დონის უცხო ენის სასწავლო კურსზე დაშვებას.
ა.გ.) ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხო ენის ტესტში 30% - 60% შედეგი უზრუნველყოფს სტუდენტის A2 დონის უცხო ენის სასწავლო კურსზე დაშვებას.
ა.ბ.) ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხო ენის ტესტში 30% - მდე შედეგი უზრუნველყოფს სტუდენტის A1 დონის უცხო ენის სასწავლო კურსზე დაშვებას.

სტუდენტს უფლება აქვს მოითხოვოს უფრო მაღალი ენობრივი კომპეტენციის კურსზე დაშვება, შესაბამისი სერტიფიკატის წარმოდგენის ან/და საუნივერსიტეტო ტესტირების გავლის პირობით.

სტუდენტს საშულება აქვს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უცხო ენის მიუხედავად გააკეთოს არჩევანი მისთვის სასურველ სხვა უცხოურ ენაზე. აღნიშნულ შემთხვევაში მისი ენობრივი კომპეტენციის და შესაბამის სასწავლო კურსზე დაშვების დონე დგინდება საუნივერსიტეტო ტესტირების შედეგებით.

უცხოური ენის ბლოკით გათვალისწინებული შედეგების მისაღწევად სტუდენტს საშუალება აქვს, დამატებით, თავისუფალი კრედიტებიდან აიღოს უცხოური ენის სასწავლო კურსებიც

ენობრივი დონის განსაზღვრა საერთაშორისო სერტიფიკატებით

საერთაშორისო სერტიფიკატის შესაბამისობა პროგრამით მოთხოვნილ ენობრივი კომპეტენციის დონესთან განისაზღვრება შემდეგი სქემით:

ინგლისური ენისთვის:

ა) A2 დონის ენობრივი კომუნიკაციის კომპეტენციის დამადასტურებლად მიიჩნევა:

Cambridge English Key (KET),
PTE General Level 1,
PTE Academic 30-42;

ბ) B1 დონის ენობრივი კომუნიკაციის კომპეტენციის დამადასტურებლად მიიჩნევა:

Cambridge English Preliminary (PET)
BEC Prelim, IE
LTS 4-4.5,
TOEFL iBT 57-86,
TOEIC 550,
PTE General Level 2,
PTE Academic 43-58,
Trinity ISE I

გ) B2 დონის ენობრივი კომუნიკაციის კომპეტენციის დამადასტურებლად მიიჩნევა:

Cambridge English First (FCE),
BEC Vantage,
IELTS 5-6.5,
TOEFL iBT 87-109,
Michigan ECCE,
PTE General Level 3,
PTE Academic 59-75,
Trinity ISE II

დ) C1 დონის ენობრივი კომუნიკაციის კომპეტენციის დამადასტურებლად მიიჩნევა: Cambridge English Advanced (CAE)

BEC Higher,
IELTS 7-8,
TOEFL iBT 110-120,
TOEIC 880,
PTE General Level 4,
PTE Academic 76-84