სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია SEU 2018
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს
ბიანუალური საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია SEU 2018
კონფერენციის სექციები:
- ბიზნესი და ეკონომიკა
- ტურიზმი
- სამართალი
- სოციალური მეცნიერებები (ფსიქოლოგია, ჟურნალისტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები და სხვა)
- განათლება და ჰუმანიტარული მეცნიერებები
- ჯანდაცვა/მედიცინა
- მატემატიკა და ზუსტი მეცნიერებები
- ინჟინერია და ინფორმატიკა
- სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს კამპუსში, მისამართზე ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9
- კონფერენციის ჩატარების პერიოდი: 2018 წლის 20 მაისი
- კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.
- კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური
- კონფერენციაში მონაწილეობა კონკურსანტს შეუძლია კონფერენციაზე დასწრების, კონფერენციაში ონლაინ ჩართვის ან მხოლოდ სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნების ფორმატით.
- კონფერენციის თეზისების კრებული გამოქვეყნდება.
- კონფერენციაში მონაწილეობა ფინანსდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს მიერ.
- კონფერენციაზე რეგისტრაცია (მონაწილის რეგისტრაცია და სტატიის წარმოდგენა) წარმოებს 2018 წლის 15 აპრილის ჩათვლით
სტუდენტური კონფერენციის დღის წესრიგი
საკონფერენციო ნაშრომის შესრულების სტანდარტები
საკონფერენციო ნაშრომები მიიღება მისამართზე [email protected]