სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანა

მკითხველს უფლება აქვს ისარგებლოს წიგნის გატანის შემდეგი ვადებით:

  • სახელმძღვანელო - I სემესტრი (თუ ბიბლიოთეკაში არის შესაბამისი რაოდენობა);
  • სახელმძღვანელო 1-7 დღე ( თუ ბიბლიოთეკაში არ არის შესაბამისი რაოდენობა);
  • მხატვრული ლიტერატურა 2 თვე;
  • სხვა სახის ლიტერატურა 14-30 დღე;
  • პერიოდული გამოცემები1-7 დღე.

ციფრული კოლექციები

უნივერსიტეტის ციფრული  კოლექციებზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიურ პერსონალისთვის.

ელექტრონული რესურსების მისაღებად ეწვიეთ ბიბლიოთეკის კატალოგს.

ბიბლიოთეკათშორისი სერვისი

  • ბიბლიოთეკა მკითხველებს სთავაზობს ბიბლიოთეკათშორის სერვისს, რომელიც გულისხმობს სხვა დონორი ბიბლიოთეკიდან იმ ლიტერატურის მოტანას რომელიც ჩვენი ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში არ მოიპოვება. 
  • ბიბლიოთეკათშორისი სერვისით სარგებლობისთვის ავსებთ წიგნის შეკვეთის ელექტრონულ ფორმას. წიგნის მონაცემებს ვავსებთ იმ ენაზე, რომელ ენაზეც გვსურს რომ წავიკითხოთ. (წიგნის სათაური; ავტორი).
  • მოტანილი წიგნით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ადგილზე, უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში, ისე გასატანად. (დამოკიდებულია შეკვეთილი წიგნის კატეგორიაზე).
  • მკითხველს უფლება აქვს ბიბლიოთეკათშორისი სერვისის ფარგლებში ერთდროულად შეუკვეთოს არაუმეტეს 5 წიგნი.

მკითხველი შეკვეთილი წიგნის ხელმისაწვდომობაზე ინფორმაციას და შესაბამის მასალას იღებს არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადაში. 

პარტნიორი ბიბლიოთეკების კატალოგები:

  • საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა -  კატალოგი იხილეთ აქ.
  • ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა - კატალოგი იხილეთ აქ.

შესავსები ფორმა

საკონსულტაციო საათი ბიბლიოთეკართან

  • მიიღეთ პერსონალური სამეცნიერო კონსულტაცია ბიბლიოთეკარისგან ინტერნეტით ან ადგილზე, ბიბლიოთეკის სამუშაო საათებში. 
  • გთხოვთ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected].
  • მიუთითეთ შეხვედრის დრო და  საკითხი, რაზეც გსურთ  კონსულტაციის მიღება.
  • აკადემიური პერსონალისთვის კონსულტაცია ეფექტურია სასწავლო კურსის დაწყებამდე, რათა მიიღოთ ინფორმაცია სახელმძღვანელოებსა თუ სხვა თქვენთვის საჭირო ბიბლიოთეკასთან ინტეგრირებული აქტივობისთვის.


რიდერის დამზადება

  • რიდერის დასამზადებლად, გთხოვთ, გაეცნოთ ინფორმაციას და შეავსოთ სპეციალური ელექტრონული ფორმა.
  • ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს რიდერების დამზადებას, როგორც ელექტრონული, ისე ბეჭდური სახით, რომელიც გულისხმობს სასწავლო კურსისთვის სავალდებულო სამეცნიერო ლიტერატურის ერთიან, შედგენილ კრებულს. სადაც თავმოყრილი იქნება მასალა რომელიც არ არის ხელმისაწვდომი ბიბლიოთეკაში.
  • ამისთვის სასწავლო კურსის ხელმძღვანელი/ლექტორი: ავსებს ფორმას და აწვდის ბიბლიოთეკას რიდერის დამზადებისთვის აუცილებელ მასალას ნაბეჭდი ან ელექტრონული ფორმით; (წიგნი, პერიოდული გამოცემა, ელექტრონული რესურსი და ა.შ.) გასათვალისწინებელია რომ რიდერის დასამზადებლად თქვენს მიერ მოწოდებული თითოეული სასწავლო მასალიდან შესაძლებელია მაქსიმუმ 40%-ის გამოყენება საავტორო უფლებების დაცვის მიზნით. ელექტრონული მასალები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელ ფოსტაზეც [email protected], ხოლო ბეჭდური მასალის შემთხვევაში ისინი უნდა მოგვაწოდოთ ბიბლიოთეკაში.
  • რიდერის დასამზადებლად, გთხოვთ შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები.


შესავსები ფორმა


შეეკითხე ბიბლიოთეკარს

ბიბლიოთეკის შესახებ რაიმე კითხვის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ [email protected];
მაქსიმალურად ოპერატიულად მოგაწოდებთ ინფორმაციას თქვენთვის სასურველ საკითხებზე.

ბიბლიოთეკის სამუშაო საათები

  • ორშაბათი-პარასკევი
  • 9:30 – 21:30;
  • შაბათი - 9:30 – 18:00 საათი

Message body empty