ჟურნალის მისიაა სოციალური მეცნიერებების დარგისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანა
ჟურნალის მიზნებია:
სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა დარგში მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების წარმოჩენა, ეროვნული და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მათი გაცნობა, ამასთანავე, აღნიშნული კვლევების საერთაშორისო ინტეგრაციის ხელშეწყობა;
საქართველოში ისეთ კვლევებზე მუშაობა, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას;
აქტიური სამეცნიერო - კვლევითი კლიმატის შექმნა
ჟურნალის განვითარებისთვის მთავარი ამოცანებია:
ავტორიტეტულ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში რეგისტრაციის გზით მაღალრეიტინგულ საერთაშორიო სამეცნიერო გამოცემათა შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრება და მაღალი სამეცნიერო სტატუსის მოპოვება
ჟურნალის პოპულარიზაცია;
თანამშრომლობის მიზნით ქართველი და უცხოელი ავტორების მოზიდვა;
ინტერდისციპლინარული კვლევების ხელშეწყობა.
აკადემიური პერსონალის, ახალგაზრდა და გამოცდილი მეცნიერ-მკვლევრების საკომუნიკაციო სივრცის არსებობისა და სამეცნიერო-შემოქმედებითი პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა.
ჟურნალი წარმოადგენს პლატფორმას მკვლევრებისთვის, რომლებიც მუშაობენ სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა დარგში: სამართალი, ეკონომიკა, ბიზნესი, საერთაშორისო ურთიერთობები და უსაფრთხოება, გამოყენებითი სოციალური კვლევები, განათლება, კომუნიკაციის სწავლებები, ფსიქოლოგია, პოლიტიკის მეცნიერებები და მმართველობა.