სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი

ფაკულტეტის შესახებ

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი ფაკულტეტია საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში. ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, რომელიც სრულფასოვან ცოდნას აძლევს ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის, ფინანსების, მენეჯმენტის, საბანკო საქმის, ადამიანური რესურსების მართვისა და განათლების ადმინისტრირების სფეროებში.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს გაცვლით პროგრამებს სხვადასხვა უცხოურ უნივერსიტეტებში. ფაკულტეტი ორგანიზებას უწევს საერთაშორისო სტუდენტურ, სამეცნიერო კონფერენციებს, საზაფხულო სკოლებს, ვებინარებს, ვორქშოპებს, რაც ეხმარება სტუდენტს  გამოიმუშაოს პრაქტიკული უნარები და იყოს კონკურენტუნარიანი ადგილობრივ და საერთაშორისო შრომით ბაზრებზე.

თითოეულ პროგრამაზე დანერგილი სწავლება დამატებით მოიცავს პრაქტიკებსა და რეალურ პროექტებზე მუშაობას.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე ასწავლიან ქართველი და უცხოელი მაღალკვალიფიციური, პრაქტიკოსი ლექტორები, რომლებიც ფლობენ ადგილობრივი და საერთაშორისო შრომითი ბაზრების  მოთხოვნების შესაბამის სიღრმისეულ ცოდნას.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი

Message body empty