სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი

დეკანის მიმართვა

მიხარია, რომ დაინტერესდით საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტით, რომელიც 2010 წელს დაარსდა და გამოირჩევა როგორც უახლესი სტანდარტების გათვალისწინებით შედგენილი სასწავლო პროგრამების მრავალფეროვნებით, ისე სტუდენტთა რაოდენობით.

ფაკულტეტი წარმოადგენს ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულების მჭიდრო კავშირს, რაც  დღევანდელ მსოფლიოში ტრენდია, როგორც რეალურ ცხოვრებაში, ისე საგანმანათლებლო სივრცეში.

ფაკულტეტი აღჭურვილია უახლესი კომპიუტერული ტექნოლოგიებით და მატერიალური რესურსით, რომელიც სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს ფეხი აუწყოს თანამედროვე განვითარების ტენდენციებს არჩეული მიმართულებით.

ფაკულტეტზე ყველა პირობაა შექმნილი სრულფასოვანი განათლების მისაღებად, რათა დაეუფლოთ არჩეულ სპეციალობას, მიაღწიოთ წარმატებას მომავალ პროფესიულ საქმიანობაში და ამით ხელი შეუწყოთ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.  

ჩვენი აკადემიური გუნდი გაგიზიარებთ თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას, მოგცემთ სწორ მიმართულებას, რათა ადვილად აუღოთ ალღო სწავლა-სწავლების სპეციფიკას და გამოიმუშაოთ ყველა საჭირო უნარ-ჩვევა იმისათვის, რომ შეძლოთ სრული პოტენციალის რეალიზება საკუთარი წარმატებული კარიერისა და ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ.

მინდა შეგახსენოთ, რომ განათლება ორმხრივი პროცესია. ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროგრამების ეფექტურობა განისაზღვრება სასწავლო პროცესში თქვენი აქტიური ჩართულობით. ამიტომ, რაც მეტ ძალისხმევას ჩადებთ, მით უფრო სრულყოფილ განათლებას მიიღებთ, რაც პროფესიით დასაქმების, შემდგომი განვითარებისა და საბოლოოდ, თქვენი კეთილდღეობის წინაპირობაა.

აბიტურიენტებს, რომლებიც დგანან პროფესიისა და უნივერსიტეტის არჩევანის წინაშე, გაქვთ საუკეთესო შესაძლებლობა - მოიპოვოთ სახელმწიფო დაფინანსება ან ‘სეუ გრანტი’ და მიიღოთ სრულყოფილი განათლება სეუ-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის კომფორტულ და სტუდენტზე მორგებულ საერთაშორისო სტანდარტების გარემოში, წარმატებული სწავლისთვის მიიღოთ სტიპენდია ან დაიფინანსოთ საკუთარი სწავლა, ჩაერთოთ გაცვლით პროგრამებში ევროპის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში, გაატაროთ საინტერესო სტუდენტობა და ისარგებლოთ სხვა, მრავალფეროვანი საუნივერსიტეტო სერვისით და შეთავაზებით, თქვენი ინტერესების შესაბამისად.


ჩვენი დევიზია #გაუსწარიდროს

გისურვებთ ყოველთვის გონივრული გადაწყვეტილების მიღებას!

ვალერი მოსიაშვილი,

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი

Message body empty