სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ბიზნესის ადმინისტრირება

პროგრამის აღწერა

ჩვენი პროგრამის ხედვაა შევქმნათ ინკლუზიური საზოგადოება, რომელიც თავის თავს კომფორტულად გრძნობს და პატივს სცემს ყველა მოქალაქის ინტერესებს.

ჩვენი პროგრამის მისიაა უზრუნველყოს აქტიური სწავლის შესაძლებლობა და გამოიყენოს ახალი ტენდენციებისა და საუკეთესო პრაქტიკის გამოცდილება. მას არ აქვს სწავლის წინაპირობა სტუდენტს არ მოეთხოვება ბიზნესის ან ეკონომიკის საბაკალავრო განათლება, პროგრამა ხელს უწყობს სიცოცხლის მანძილზე უწყვეტი სწავლის იდეას.

ჩვენი პროგრამის ღირებულებებია ოპერაციული სრულყოფილება და მუდმივი თვითგანვითარება, რომელიც აგებულია პატივისცემასა და თანასწორობაზე.

ჩვენი პროგრამის სტრუქტურა შედგება ძირითადი და არჩევითი სასწავლო კურსების და სამაგისტრო ნაშრომისაგან. ძირითადი სასწავლო კურსები დაფუძნებულია სწავლის ორ საყრდენ მიმართულებაზე - ორგანიზაციული განვითარება და ოპერაციული სრულყოფილება. ყველა სასწავლო კურსი ეფუძნება სისტემური აზროვნების გამოყენებას. ძირითადი და/ან არჩევითი საგნები და სამაგისტრო ნაშრომი შეიძლება შესწავლილი იქნას ერთ-ერთ საერთაშორისო პარტნიორ უნივერსიტეტში. სამაგისტრო ნაშრომი რეალურ პრობლემას გადაჭრის და კომპანიაზე იქნება დაფუძნებული.

ჩვენი პროგრამის სწავლების მეთოდოლოგია კონცენტრირებულია კრიტიკულ აზროვნებასა და დამოუკიდებელ სწავლაზე, რაც სწავლის მეტ პასუხისმგებლობას სტუდენტს აკისრებს. მოსწავლეებს მოუწოდებთ ერთად იმუშაონ და ასევე ვთავაზობთ ერთობლივ შეფასების კომპონენტებსაც. ყველა საგანი იქნება გამყარებული დარგის ექსპერტების სტატიებითა და ვიდეოებით.

მსოფლიო არაპროგნოზირებადი და ქაოსური გარემოს წინაშეა. იგი საჭიროა გაუმკლავდეს ისეთ პრობლემებს რომელთა გადასაჭრელად განსხვავებული აზროვნებაა საჭირო რადგან მათ გადასაჭრელად არ არსებობს კონკრეტული გზა. საზოგადოება ღელავს ბუნებრივი რესურსების ამოწურვის, მოზღვავებული პოლიტიკური დაძაბულობის, მდიდრებსა და ღარიბებს შორის სწრაფად მზარდი უფსკრულისა და მუშახელის გაზრდილი უკმაყოფილების გამო.უამრავი სერიოზული პრობლემაა რომელიც საჭიროებს ცვლილებას, რაც, რა თქმა უნდა, ერთ დღეში ვერ მოხდება. თუმცა, ჩვენი ღრმა რწმენით, ურთიერთთანამშრომლობითა და შეცვლილი ღირებულებებით აღნიშნული შესაძლებელია. აუცილებელია საჭირო „დღის წესრიგის“ შექმნა და სხვებზე დადებითი შთაგონების მოხდენის უნარის მქონე მენეჯერთა ახალი თაობის აღზრდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში განხორციელდა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური წინსვლა მმართველობის სტილმა ამ ცვლილებებს ფეხი ვერ აუწყო. დღესდღეობით პრობლემებია გლობალიზაციის გამო, გამოიყენება არაეფექტურია მართვის ტექნიკა, მოძველებულია ორგანიზაციული სტრუქტურები და მონაცემთა მართვა. 

სეუ-ს ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ხსენებული პრობლემების საპასუხოდ სრულიად ახალი ტიპის მენეჯერს აღზრდის, რომელიც აკადემიურ კეთილსინდისიერებასთან ერთად დამოუკიდებელი აზროვნების უნარით იქნება გამორჩეული, ეცდება გააუმჯობესოს მისი საქმიანობა და მიისწრაფვის სრულყოფილებისკენ.


პროგრამის დასაქმების სფერო

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამების უმეტესობა მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების გარანტიას იძლევა. სწავლის დასრულებიდან სამი თვის შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამის კურსდამთავრებულთა 80 პროცენტზე მეტი სამსახურს ადვილად შოულობს. საერთაშორისო კვლევების თანახმად, პროგრამის კურსდამთავრებულთა დასაქმების პოზიტიური დინამიკა წინა წლების მსგავსად 2021 წელსაც გაგრძელდება. კვლევები აგრეთვე უჩვენებს, რომ დარგის მიხედვით დასაქმების ბაზრის პერსპექტივები, დასაქმების დონე და თანამდებობა დარგის ყველა სფეროში ჰპირდება კურსდამთავრებულს დასაქმებას. 

სამაგისტრო პროგრამის შემუშავებამდე სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა ჩაატარა ადგილობრივი შრომის ბაზრის დამატებითი მენეჯერულ პოზიციების მოთხოვნების კვლევა, რომელიც ადასტურებს ადგილობრივი ტენდენციების მსგავსებას. შერჩეული იქნა 17 მენეჯერული პოზიცია, შესწავლილი იქნა ვაკანსიები და კომპანიების მიერ მოწოდებული სამუშაო აღწერილობები მოთხოვნილი კვალიფიკაციებისა და უნარების დადგენის მიზნით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო ორმოცმა კომპანიამ, როგორც ადგილობრივმა, ისე საერთაშორისომ, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს ბაზარზე სხვადასხვა დარგს. კომპანიის წარმომადგენლებთან დეტალური გასაუბრების შემდეგ გამოიკვეთა საჭირო უნარ-ჩვევების ჩამონათვალი ამ მიმართულებებში: გადაწყვეტილების მიღება, ოპერაციებში ჩართულობა, სტრატეგიის გააზრება, ეფექტური კომუნიკაცია, როგორც კომპანიაში მორგებისა და კომპანიის გარეთ ურთიერთობის მიმართულებით. ეს სია გამოყენებული იქნა, როგორც მონაცემთა ერთ-ერთი წყარო სამაგისტრო პროგრამის შესაქმნელად.

ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა კარიერული აქსელერატორია. კარიერული წარმატების სურვილის მქონე სტუდენტებისთვის სისტემური აზროვნების, სტრატეგიული დაგეგმვის, გლობალური აზროვნების, ლიდერობის, სრულყოფილებისა და ადამიანური რესურსების მართვის სინთეზის შეთავაზებით იგი ფასდაუდებელი მეგზური გახდება.

პროგრამის პარტნიორები

➢ University of Turiba in Latvia
➢ University of Latvia
➢ Riseba University in Latvia
➢ Lazarsky University in Poland
➢ University of Gdansk in Poland
➢ State University of Applied Sciences Kalizs in Poland
➢ University of Economics and Human Sciences in Warsaw in Poland
➢ Polytechnic Institute of Bragança in Portugal
➢ Tor Vergata University of Rome in Italy
➢ Yeditepe University in Turkey
➢ BBW Hochschule Berlin in Germany
➢ Zwickau University of applied sciences I Germany
➢ IFIM Business School in India
➢ EU Business School in Switzerland
➢ Bucharest University of Economic Studies in Romania
➢ Klaipėda University in Lithuania
➢ College of CANYONS in USA

ზოგადი ინფორმაცია

ბიზნესის ადმინისტრირება

Message body empty