სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრი

ჩვენი გუნდი

ცენტრის დირექტორი 

დოქტ. ირაკლი სამხარაძე

სამართლის დოქტორი (Ph.D. in Law), ასოცირებული პროფესორი საერთაშორისო სამართლის მიმართულებით, ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის დირექტორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტის მაგისტრი (LL.M.) საერთაშორისო და ევროპის საჯარო სამართლის სფეროში.

ირაკლი სამხარაძეს აქვს 10 წლიანი სამუშაო - სამეცნიერო და პროფესიული გამოცდილება, როგორც საქართველოში, ისე ბელგიასა და გერმანიაში. ამჟამად იგი არის გერმანული ენერგეტიკული კომპანია - OMNIA GmbH - ის მრჩეველი ენერგეტიკის დარგში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მასშტაბით. მას აქვს 6 წლიანი სამუშაო გამოცდილება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ) და სხვადასხვა წლებში ეკავა პოზიციები საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციებში.

იგი ეწევა აქტიურ სამეცნიერო საქმიანობას, რის ფარგლებშიც არის არაერთი სტიპენდიისა და საგრანტო კონკურსის გამარჯვებული. ირაკლი ბრიუგეს მდგრადი განვითარების კოლეჯის მკვლევარია და გამოქვეყნებული აქვს  მრავალი სამეცნიერო სტატია და ნაშრომი, როგორც ქართულ ისე, უცხოურ ბეჭდურ და ელექტრონულ გამოცემებსა და რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში. შრომების უმრავლესობა მოიცავს ენერგეტიკის სამართალს, კლიმატის ცვლილებას, ევროპეიზაციას და ევროკავშირის სამართლის საგარეო ასპექტებს.

2. ცენტრის კოორდინატორი

3. ცენტრის სამეცნიერო საბჭო

თანამშრომლობა

  • სახელმწიფო ორგანოები, ეროვნული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, კვლევითი დაწესებულებები
  • უცხოეთის სასწავლო-კვლევითი დაწესებულებები - ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატი
  • განვითარებადი თანამშრომლობის ორგანიზაციები, ქვეყანაში ოპერირებადი დონორები და სხვა დაინტერესებული მხარეები
  • შიდაუწყებრივი კოორდინაცია - ვიცე-რექტორი, სამეცნიერო კვლევითი განვითარებისა და პროექტების მართვის სამსახური