სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ცხადდება სტატიების მიღება SEU-ს სამეცნიერო რეცენზირებადი ჟურნალისთვის „SEU&SCIENCE“

22 მარტი

ცხადდება სტატიების მიღება SEU-ს სამეცნიერო რეცენზირებადი ჟურნალისთვის „SEU&SCIENCE“.

ჟურნალი „SEU&SCIENCE“ გამოიცემა ბიანუალური კრებულის სახით. იგი საშუალებას აძლევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს, მკვლევრებსა და დოქტორანტებს წარმოადგინონ სამეცნიერო ნაშრომები შემდეგი მიმართულებებით:

  • ბიზნესი, ეკონომიკა, ტურიზმი; 
  • სამართალი;
  • სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები; 
  • მედიცინა;
  • IT.

გამოსაქვეყნებელი სამეცნიერო ნაშრომები ექვემდებარება სავალდებულო რეცენზირებას (peer review).

უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში სტატიის განთავსება უფასოა. საავტორო უფლებები გამოქვეყნებულ ნაშრომზე რჩება მის ავტორებს/თანაავტორებს.

სტატიები მიიღება ქართულ და ინგლისურ ენაზე.

ნაშრომის შესრულების წესებს შეგიძლიათ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: https://www.seu.edu.ge/ka/1735/ 

ნაშრომების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 22 მარტი.

ნაშრომები მიიღება ელ-ფოსტაზე: [email protected]

Message body empty