საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაში ”SEU ISC S-2024” მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ავტორიზებული უნივერსიტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტს შემდეგი მიმართულებებით:
- ბიზნესი, ტურიზმი, ეკონომიკა, მართვა;
- საინფორმაციო ტექნოლოგიები;
- სამართალი;
- საერთაშორისო ურთიერთობები;
- ფსიქოლოგია;
- ჟურნალისტიკა;
- მედიცინა.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღების პირობები:
- სტუდენტმა კონფერენციაზე რეგისტრაციისთვის სხვა მოთხოვნილ ინფორმაციასთან ერთად უნდა წარმოადგინოს აბსტრაქტი და საკონფერენციო ნაშრომი არაუგვიანეს 2024 წლის 24 მაისისა.
- ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს საკონფერენციო ნაშრომის შესრულების წესის მიხედვით.
მონაწილეებს ნაშრომის წარდგენა შეუძლიათ როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები (არაუმეტეს 2 თანაავტორისა. გამონაკლისი დაიშვება ინტერდისციპლინარული ნაშრომის შემთხვევაში).
- მონაწილეს ან თანაავტორებს შეუძლიათ, წარმოადგინონ მხოლოდ ერთი მოხსენება;
- წარმოდგენილი ნაშრომები გაივლიან რეცენზირებას და პლაგიატზე შემოწმებას;
- თანაავტორის არსებობის შემთხვევაში რეგისტრაციისას მიუთითეთ ორივე ავტორის სახელი და გვარი;
- მიუთითეთ თემის სახელწოდება;
- სტუდენტურ ნაშრომს უნდა ჰყავდეს სამეცნიერო ხელმძღვანელი, რომელიც არის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი;
- მონაწილეთა ნაშრომები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტს;
- სრული ნაშრომი და აბსტრაქტი იტვირთება სარეგისტრაციო ბმულში;
- კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული ან/და ინგლისური;
- კონფერენციაზე ნაშრომების წარმოდგენა აუცილებელია PowerPoint პრეზენტაციის სახით.
კონფერენციაზე რეგისტრაციის ვადა:
- განსაზღვრული ვადების დარღვევით გამოგზავნილი ნაშრომები არ მიიღება;
- დასტურს კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ მიიღებთ მხოლოდ სრულყოფილად რეგისტრაციის და ნაშრომის წარმოდგენის შემთხვევაში, არაუგვიანეს 2024 წლის 7 ივნისისა.
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2024 წლის 16 ივნისი
კონფერენციის ჩატარების ადგილი: თბილისი, წინანდლის 9, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU
კითხვები, კონფერენციის თაობაზე მოგწერეთ ელ-ფოსტაზე: [email protected]
კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა და დასწრება თავისუფალია.
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო ნაშრომების აბსტრაქტები გამოქვეყნდება კონფერენციის მოხსენებათა აბსტრაქტების კრებულში.
კონფერენციაში მონაწილეობა არის ერთ-ერთი წინაპირობა SEU-ს სტიპენდიის მოსაპოვებლად.
კონფერენციაზე რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს არაუგვიანეს 2024 წლის 24 მაისისა :
დარეგისტრირდი