SEU-ს კარიერული განვითარების კვირეულის ფარგლებში წარმოგიდგენთ პირველ ონლაინ ტრენინგს!
12 ოქტომბერს, 18:00 საათზე HR Hub-ის დამფუძნებლები: ანა გზირიშვილი და ანა ნავდარაშვილი ისაუბრებენ შემდეგ თემებზე:
ონლაინ საჯარო ლექციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო
ფორმა: https://bit.ly/3iG8rgp
კვირეული SEU-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის, კარიერული განვითარების და კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართება.
კარიერული განვითარების კვირეული მიზნად ისახავს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერული მართვის კომპეტენციების განვითარებას.
შეხვედრა გაიმართება Zoom-ის ლიცენზირებული პრემიუმ ვერსიის გამოყენებით.
დარეგისტრირებულ პირებს ონლაინ შეხვედრის ბმული ღონისძიების დაწყებამდე 2 საათით ადრე გაეგზავნებათ სარეგისტრაციო ბმულზე მითითებულ ნომრებზე.
დეტალური ინფორმაცია კვირეულის შესახებ იხილეთ: http://www.seu.edu.ge/ka/events/128/
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კარიერული განვითარების და კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახურს.
ტელ: 2 90 00 00 (27)
E-mail: career@seu.edu.ge