საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურისა საფეხურის სტუდენტებს.
მოხსენებები მიიღება შემდეგი მიმართულებებით:
- ბიზნესი, ტურიზმი, ეკონომიკა, მართვა;
- სამართალი;
- საერთაშორისო ურთიერთობები;
- ფსიქოლოგია;
- ჟურნალისტიკა;
- მედიცინა.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღების პირობები:
სტუდენტმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს მოცემულ ბმულზე არაუგვიანეს 2021 წლის 7 ივნისისა სტუდენტური კონფერენცია 2021
- ნაშრომის აბსტრაქტი შესრულებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული უნივერსტეტი სეუ-ს საკონფერენციო ნაშრომის შესრულების სტანდარტების მიხედვით:
- აბსტრაქტის მოცულობა 100-300 სიტყვა.
- აბსტრაქტი შესრულებული უნდა იყოს ორ ენაზე: ქართული და ინგლისური.
- საკვანძო სიტყვები მოყვანილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე;
ნაშრომი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. კონფერენციაზე, ნაშრომების წარმოდგენა აუცილებელია პრეზენტაციის სახით. მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები (არაუმეტეს 2 თანაავტორისა. გამონაკლისი შესაძლებელია, დაშვებულ იქნას ინტერდისციპლინარული ნაშრომის შემთხვევაში).
- მონაწილეს ან თანაავტორებს შეუძლიათ, წარმოადგინოს მხოლოდ ერთი მოხსენება;
- თანაავტორის არსებობის შემთხვევაში მიუთითეთ სახელი და გვარი;
- აბსტრაქტის წარმოდგენისას აუცილებლად მიუთითეთ თემის სახელწოდება;
- სტუდენტურ ნაშრომს (გარდა დოქტორანტებისა) უნდა ჰყავდეს სამეცნიერო ხელმძღვანელი, რომელიც არის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი.
- მონაწილეთა ნაშრომები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს აკადემიური პატიოსნების სტანდარტს.
- ნაშრომების აბსტრაქტები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს საკონფერენციო მოხსენებათა აბსტრაქტების კრებულში.
- კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული/ინგლისური.
კონფერენციის ვადები:
- რეგისტრაციის (აბსტრაქტის წარმოდგენის) ვადა ბმულზე არაუგვიანეს 2021 წლის 7 ივნისისა.
კონფერენციის ჩატარების თარიღი:
- 2021 წლის 22-23 ივნისი, ონლაინ, Zoom ის პლატფორმა.
- კითხვები, კონფერენციის თაობაზე მოგწერეთ ელ-ფოსტაზე: conference@seu.edu.ge
- საკონფერენციო ნაშრომები მიიღება ამავე ელ-ფოსტაზე.
- კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა და მასზე დასწრება თავისუფალია.
- კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო ნაშრომების აბსტრაქტები გამოქვეყნდება კონფერენციის მოხსენებათა აბსტრაქტების კრებულში.
სარეგისტრაციო ფორმა