ბიანუალური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია SEU ISC 2019-ისთვის სამეცნიერო ნაშრომების მიღება დაიწყო
მულტიპროფილური კონფერენცია საშუალებას აძლევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს, მკვლევარებსა და დოქტორანტებს წარმოადგინონ სამეცნიერო ნაშრომები შემდეგი მიმართულებებით:
ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 20 ოქტომბერი
კონფერენციაში მონაწილეობის პირობები:
მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები (არაუმეტეს 2 თანაავტორისა. გამონაკლისი შესაძლებელია, დაშვებულ იქნას ინტერდისციპლინარული ნაშრომის შემთხვევაში).
მონაწილეს ან თანაავტორებს შეუძლიათ, წარმოადგინონ მაქსიმუმ ორი სამეცნიერო ნაშრომი.
წარმოდგენილი ნაშრომები გაივლიან რეფერირებასა და პლაგიატზე შემოწმებას.
მონაწილეთა ნაშრომები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს აკადემიური პატიოსნების სტანდარტს.
ყველა მიღებული ნაშრომი გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს საკონფერენციო მასალების კრებულში.
საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ინდექსირებად სამეცნიერო ჟურნალში და უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
კონფერენციაში მონაწილეობა (გარდა მგზავრობის ხარჯებისა) ფინანსდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მიერ.
კონფერენციის ვადები:
საკონფერენციო ნაშრომები მიიღება ელ-ფოსტაზე: science@seu.edu.ge