სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენა

29 მაისი, 2021

27 და 28 მაისს საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU - მ მონაწილეობა მიიღო ექსპოჯორჯიას ორგანიზებით გამართულ - განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენაში.

გამოფენა წელს პირველად ონლაინ ფორმატში გაიმართა. SEU-მ სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ღია კარის დღეზე უმასპინძლა.

ღია კარის დღეზე, SEU-ს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელებმა, აგრეთვე, სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს როგორც პროგრამების, ასევე, სხვა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

გამოფენის ფარგლებში, აგრეთვე, ჩატარდა ვებინარები და ვორქშოპები შემდეგ საკითხებზე:

“ამბები ბიზნეს სამყაროდან”

  • სპიკერი: თენგიზ თაქთაქიშვილი - მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, SEU-ს ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი;

როგორ ვიპოვოთ სასურველი პროფესია?

  • სპიკერი: დავით ჩქოტუა - SEU-ს ასოცირებული პროფესორი;
     

სტრესის დაძლევის სტრატეგიები აბიტურიენტებისთვის

  • სპიკერი: ინა შანავასოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, SEU-ს ასისტენტ-პროფესორი;

როგორ შევქმნათ წარმატებული ბრენდი?

  • სპიკერი: რუსუდან ბერიაშვილი - SEU-ს ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი.

პროფესია იურისტი

სპიკერები:

  • თეა ჯუღელი - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი;
  • ანა ჩოგოვაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, SEU-ს მოწვეული ლექტორი;
  • ლევან მახარაშვილი - SEU-ს მოწვეული ლექტორი, იურიდიული კომპანია DLG&Case-ის იურისტი;
  • თამთა მარგველაშვილი - SEU-ს მოწვეული ლექტორი, იურიდიული კომპანია Nodia, Urumashvili & Partners-ის იურისტი.
Message body empty