სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ვორკშოპი თემაზე - კვლევებისა და სწავლების გამოცდილება პანდემიის დროს

18 ივნისი, 2021

საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა სეუ-მ ბერლინისა და ბრანდენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან (BBW University of Applied Sciences) ერთობლივი ვორკშოპი ჩაატარა თემაზე: “კვლევებისა და სწავლების გამოცდილება პანდემიის დროს”. ვორკშოპი მიზნად ისახავდა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას უნივერსიტეტებს შორის და მასში მონაწილეობას იღებდნენ ადმინისტრაციული და აკადემიური თანამშრომლები.

შეხვედრა გახსნეს სეუ-ს ვიცე რექტორებმა ანა ფირცხალაშვილმა და გიორგი ღავთაძემ, BBW უნივერსიტეტის რექტორმა გებჰარდ ჰაფერმა და BBWუნივერსიტეტის დამფუძნებელი ფონდის დირექტორმა საშა ფლემინცმა.

სეუ-სა და BBW-ს საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს უნივერსიტეტების საერთაშორისო პოტენციალზე; უნივერსიტეტთა შორის მობილობის, სტუდენტების გაცვლის და ერთობლივი პროექტების შესაძლებლობებზე.

სეუ-სა და BBW -ს აკადემიურმა პერსონალმა მოხსენებები გააკეთეს სწავლების პროცესის, პანდემიის დროს გამოწვევებისა და ამ პერიოდში მიღებული გამოცდილების შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ერთობლივი პროექტების შესაძლებლობები კვლევისა და სწავლების მიმართულებით. განიხილეს ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესაძლებლობები; მხარეებმა ასევე, გამოთქვეს მზაობა ევროკავშირის საგრანტო პროექტებში (Erasmus+) თანამონაწილეობაზე.