სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-სა და თბილისის სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

09 ივლისი, 2021

8 ივლისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-სა და  სსიპ ქალაქ თბილისის N175-ე, სსიპ ქალაქ თბილისის N210-ე და სსიპ თბილისის “კლასიკური გიმნაზია” -  სკოლებს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ  აღნიშნული სკოლების დირექტორები და სასწავლო ნაწილის წარმომადგენლები, SEU-ს ვიცე-რექტორი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით - ანა ფირცხალაშვილი, ვიცე-რექტორი ადმინისტრაციული მიმართულებით - გოდერძი ბუჩაშვილი, ვიცე-რექტორი აკადემიური მიმართულებით - გიორგი ღავთაძე, ხარისხის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ნონა ზუმბაძე, კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრბულთა ურთიერთობების სამსახურისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენლები.

მემორანდუმის გაფორმების ცერემონიაზე უნივერსიტეტის ვიცე-რექტორებმა ისაუბრეს უნივერსიტეტის საქმიანობაზე, მიმდინარე პროექტებზე და  ერთობლივ სამომავლო გეგმებზე.

თანამშრომლობის ზოგადი ასპექტები მოიცავს შემდეგს:

  • სასწავლო პროგრამების განხორციელების მხარდაჭერა და განვითარება
  • საგანმანათლებლო სფეროში მხარეებს შორის არსებული გამოცდილების გაზიარება
  • მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა. ამ მიმართულებით კონსულტაციების, ტრენინგების, ექსკურსია-დათვალიერების მოწყობა
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი, კულტურულ-საგანმანათლებლო კონცერტების, გამოფენების ერთობლივი ორგანიზება და განხორციელება
  • მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული ტრენინგების, კვლევითი პროგრამების ორგანიზება და განხორციელება.