სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საერთაშორისო მობილობა სეუ-ს აკადემიური პერსონალისთვის

15 ივლისი, 2021

პორტუგალიის ბრაგანცას პოლიტექნიკური ინსტიტუტსა (IPB, Portugal) და სეუ-ს შორის არსებული ბილატერალური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ცხადდება მოწვეული პროფესორების კონკურსი სეუ-ს აკადემიური პერსონალისთვის. კონკურსში გამარჯვებული პროფესორები წაიკითხავენ სალექციო კურსს ბრაგანცას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

სალექციო პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრი 16/02/2022-დან 16/07/2022-მდე. 1 სალექციო კურსი უნდა შეადგენდეს 6 კრედიტს, მინ. 4 საკონტაქტო საათს კვირაში.

სალექციო კურსი იკითხება ინგლისურ ენაზე, მოწვეულ პროფესორებს ასევე, საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ IPB- ს პედაგოგიური ინოვაციების პროექტში DEMOLA.

სალექციო კურსი უნდა ფარავდეს შემდეგი დისციპლინიდან ერთ-ერთს:

  • მენეჯმენტი
  • ტურიზმი
  • საინფორმაციო ტექნოლოგიები

სააპლიკაციო მოთხოვნებია:

  • კანდიდატი უნდა იყოს სეუ-ს აკადემიური პერსონალი
  • ჰქონდეს დოქტორის ხარისხი
  • წარადგინოს სასწავლო პროგრამის სილაბუსი
  • სამოტივაციო წერილი
  • რეზიუმე (CV)

IPB უზრუნველჰყოფს ორმხრივ მგზავრობას და საცხოვრებელს კამპუსში დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე:

http://www.ipb.pt/go/z318

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა: 31/08/2021

შეკითხვებისთვის გთხოვთ მიმართოთ სეუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს iro@seu.edu.ge