სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

AIESEC-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

19 ივლისი, 2021

19 ივლისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-სა და მსოფლიოში ყველაზე დიდ ახალგაზრდულ ორგანიზაცია "AIESEC"-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სეუ-ს ვიცე-რექტორმა ბატონმა გოდერძი ბუჩაშვილმა და “აისეკ საქართველოს” პრეზიდენტმა ნინო გოგოხიამ. "AIESEC"-ის ოფისი მდებარეობს SEU-ს კამპუსში.

"AIESEC"-თან თანამშრომლობის ფარგლებში, SEU პერიოდულად მასპინძლობს სტუდენტებს შემდეგი ქვეყნებიდან: საფრანგეთი, იტალია, ბრაზილია, პოლონეთი, სერბეთი, ყაზახეთი, თურქეთი და სხვა.

პარტნიორობის ფარგლებში, SEU თავის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ იტალიის, პოლონეთის, ჩეხეთის, რუმინეთის, უნგრეთის და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში დაგეგმილ საგანმანათლებო გაცვლით პროგრამებში.

ყოველწლიურად, SEU-ს სტუდენტები სრული დაფინანსებით მიემგზავრებიან საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად, ამავდროულად, AIESEC-ის ყველა ლოკალური შეთავაზება მათთვის არის უფასო და ხელმისაწვდომი.

ყოველწლიურად 50-მდე სტუდენტი სარგებლობს “AIESEC”-ის გაცვლითი პროგრამით.

Message body empty