სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ში კონკურსის - "ვწერ თავისუფალ თემას" ფინალური ტური  გაიმართა

25 ოქტომბერი, 2021

24 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU - მ უფროსკლასელთათვის გამართული კონკურსის - "ვწერ თავისუფალ თემას"  საფინალო ტურს უმასპინძლა. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ  სკოლის მოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით.

კონკურსის იდეის ავტორია - საორგანიზაციო საბჭოს ხელმძღვანელი და ჟიურის თავმჯდომარე ფილოლოგიის დოქტორი, განათლების სპეციალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი - გია მურღულია. კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში მოწვეულნი იყვნენ ცნობილი მასწავლებლები, მწერლები, პუბლიცისტები, ხელოვნებათმცოდნეები, ფილოსოფოსები, ისტორიკოსები.

კონკურსი ჩატარდა ორ ტურად. კონკურსს ეყოლება 10 გამარჯვებული, რომელთაგან განისაზღვრება:

  • სამი „საუკეთესო“ მონაწილე: I ადგილი, II ადგილი, III ადგილი.
  • პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს SEU-გან გადაეცემა ლეპტოპი Lenovo V15, 15,6“ და ასევე, SEU-ში სწავლის სრული დაფინანსების ვაუჩერი, ხოლო გამარჯვებული მოსწავლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მიიღებს 700 ლარს.
  • მეორე ადგილის მფლობელი მონაწილე SEU-გან მიიღებს 500 ლარს, ასევე, მისი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს გადაეცემა 400 ლარი.
  • მესამე ადგილზე გასულ მონაწილეს SEU-გან გადაეცემა 200 ლარი, ასევე, მისი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მიიღებს 200 ლარს.

სამ „გამორჩეულ“ მონაწილესა (IV-VI ადგილი) და ოთხ „წარჩინებულ“ მონაწილეს (VII-X ადგილი) გადაეცემათ სპეციალური დიპლომები და საჩუქრები.

საბოლოო შედეგები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.