სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-მ წინგის - „სახელმძღვანელო ქალთა და ბავშვთა ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე“ პრეზენტაციას უმასპინძლა

04 ნოემბერი, 2021

3 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU- მ უმასპინძლა იურისტისა და SEU-ს მოწვეული ლექტორის, გოგა ხატიაშვილის წიგნის - „სახელმძღვანელო ქალთა და ბავშვთა ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე“ პრეზენტაციას.

პრეზენტაციის ფარგლებში, ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი და გაიმართა დისკუსია - საქართველოში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სფეროში მიღწეული პროგრესისა და არსებული გამოწვევების შესახებ.

სახელმძღვანელოში თავმოყრილია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, მათ შორის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა დაცვის სფეროში არსებული კანონმდებლობების განმარტებები, რომლებიც ითვალისწინებს ბოლო პერიოდში სხვადასხვა კანონში განხორციელებულ ცვლილებებს და ა.შ.

სახელმძღვანელო ძირითადად განკუთვნილია სამართლის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, თუმცა იგი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე პრაქტიკოსებსა და ამ თემით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.

SEU-ს იურიდიული ფაკულტეტი ერთ-ერთი პირველია, სადაც სასწავლო კურსის სახით არის შეთავაზებული საგანი "ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სამართლებრივი ასპექტები", რომელიც ბაკალავრიატის საფეხურის 200-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა.

აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელო გამოიცა USAID/PROLoG-ის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" პროექტის მხარდაჭერით.

Message body empty