სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ონლაინ-საჯარო ლექცია - „გენდერული ძალადობის ფსიქო-სოციალური ასპექტები“

30 ნოემბერი, 2021

29 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ინიციატივით, ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა ონლაინ-საჯარო ლექცია თემაზე: „გენდერული ძალადობის ფსიქო-სოციალური ასპექტები“.

ლექციაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:

  • გენდერული ძალადობა, როგორც ფსიქოლოგიური ტრავმა;
  • მოძალადის და მსხვერპლის ფსიქოლოგიური, ქცევითი მახასიათებლები;
  • ძალადობის ციკლი;
  • მსხვერპლის შეგრძნებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მის თანამშრომლობას სამართალდამცავ ორგანოებთან;
  • სახელმწიფო სერვისების როლი ძალადობის მსხვერპლთა დახმარება/გაძლიერების პროცესში;

ონლაინ-საჯარო ლექციის სპიკერები იყვნენ:

  • მარიამ გვილავა - ფსიქოლოგი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, SEU-ს ასისტენტ-პროფესორი;
  • ინა შანავა - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, SEU-ს ასოცირებული პროფესორი.


შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა დასვეს კითხვები და მიიღეს ინფორმაცია სპიკერებისგან.

Message body empty