სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-მ სასერტიფიკატო ტრენინგს -  „ხელოვნური ინტელექტი და პერსონალიზირებული მედიცინა“ უმასპინძლა

06 დეკემბერი, 2021

4 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მედიცინის პროგრამის აკადემიური პერსონალისათვის ჩატარდა სასერტიფიკატო ტრენინგი: „ხელოვნური ინტელექტი და პერსონალიზირებული მედიცინა“ რომელსაც უძღვებოდა Coruña-ს უნივერსიტეტის პროფესორი მედიცინის მიმართულებით, ალეხანდრო პაცო სიერა. აღნიშნული ტრენინგი განხორციელდა ესპანური კულტურისა და განათლების ცენტრ იბერიას მხარდაჭერით.

ალეხანდრო პაცო არის პროფესორი პერსონალიზირებული მედიცინის მიმართულებით, ხელოვნური ინტელექტის ექსპერტი მედიცინის დარგში და Coruña -ს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამნეტის ხელმძღვანელი. ის სამედიცინო ინფორმატიკის სფეროში მსოფლიო დონის ექსპერტია მისი 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ამ მიმართულებით გამოქვეყნებულია მაღალ იმპაქტ ფაქტორიან სამედიცინო ჟურნალში.

ახლახანს აშშ მეიოს კლინიკის (Mayo Clinic) და ჰარვარდის უნივერსიტეტის (Harvard University) პროფესორების მიერ გამოქვეყნებულ წიგნში ალეხანდრო მოხსენიებულია როგორც მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო ექსპერტი სამედიცინო ინფორმატიკის დარგში.

Message body empty